“ბრენდინგის უპირველესი მიზანი მაღალი მარჟა და მეტი მოგებაა”

ქართული სანელებლები

"ერთად" შშმ პირების ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ სოციალურ საწარმოში ყველასათვის საყვარელ სვანურ მარილს "ზესხოს" აწარმოებდა. საწარმოს განვითარებამ, საწარმოს რებრენდინგის საჭიროებაც მოიტანა. ლაივმა უგემრიელესი ქართული საკმაზის ბრენდის სტრატეგიაზე იმუშავა. შეიქმნა ბრენდის პლატფორმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის შეფუთვა და ვიზუალური იდენტიფიკაცია. ქართული საკმაზების ახალი ბრენდისათვის სახელი ძალიან მალე შევარჩიეთ და ორგანიზაციის დასახელება ახალი ბრენდის მთავარ სიგნალად გამოვიყენეთ. ასე შეიქმნა "ერთად" - ნამდვილი ქართული სუნელებისა და საკმაზების ბრენდი