“ბრენდინგის უპირველესი მიზანი მაღალი მარჟა და მეტი მოგებაა”

იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო

CCLA იურიდიული მომსახურების სფეროში ახალი ეტაპის საწყისია. ბრენდის გუნდის თითოეულ წევრს მტკიცედ სწამს, რომ სიმართლის გვერდში დგომისა და ადამიანებს შორის ყოველდღიური ურთიერთობების მოწესრიგებისათვის იურიდიული მომსახურება კონსერვატიულობისაგან უნდა გათავისუფლდეს და გაუსწორდეს თანამედროვეობას. ამის საუკეთესო გზად კი, CCLA გუნდს, თითოეული კლიენტის გამორჩეულად მოფრთხილება, მათი პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებისადმი განსაკუთრებულად შემოქმედებითი მიდგომა მიაჩნია.


ლაივმა თანამედროვე იურიდიული კომპანიისათვის ბრენდის პლატფორმა შექმნა, "იურიდიული კომპანია" ინდუსტრიისათვის სრულიად ახალი სიტყვით - "იურიდიული სააგენტოთი" ჩანაცვლდა. განახლდა ბრენდის სახელიც და ჩვენი მეგობრების, ნიკა კუმბარისა და ანუკი კონიაშვილის დახმარებით შეიქმნა შემოქმედებითი სააგენტოსათვის შესაფერისი სტილი და უნიკალური შრიფტი, რომელიც ახალ სასიცოცხლო ენერგიას აძლევს CCLA-ს, შედეგზე მომართული შემოქმედებითობის ყოველდღიურობაში გადასატანად.