ჩვენზე

ლაივი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოა, რომელიც 2008 წლის თებერვალში მოევლინა ქვეყანას. ჩვენი მომსახურება ხელს უწყობს ბრენდებს დიდხანს და ბედნიერად იცოცხლონ.

ადამიანის მსგავსად, ბრენდი ცოცხალი ორგანიზმია. ბრენდს გააჩნია ხუთივე გრძნობა:

ხედვა, სმენა, ყნოსვა; შეხება და ემოცია.

ბრენდი, ისევე როგორც ადამიანი, მუდმივად უნდა ასრულებდეს დაპირებას, რათა გამოიწვიოს ემოცია და შეგრძნების დონეზე დაუკავშირდეს ადამიანებს.

ბრენდს უნდა უყვარდეს, ის მუდმივად უნდა მოქმედებდეს და გააჩნდეს იუმორის გრძნობა.

ჩვენ ბრენდებს ცოცხალი ორგანიზმებივით ვექცევით!

შესაბამისად ჩვენი უნარები, მონდომება და ცოდნა ამ ორგანიზმების სიცოცხლის შექმნისკენ, შენარჩუნებისა და ამ სიცოცხლის საინტერესოდ გატარებისკენ არის მომართული.

პასუხისმგებლობა: ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ

შემოქმედებითობა: ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფერს ახლებურად და ვარღვევთ სტერეოტიპებს

სიყვარული: “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

    სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ…

    უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,

    არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ”

სიმარტივე: ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო მარტივია ბრენდი და ბრენდთან ურთიერთობა, მით უფრო სასურველია ის მომხმარებლისთვის

თანმიმდევრულობა: ბრენდი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მიჰყვეს თავის სტრატეგიას და შეინარჩუნოს მთავარი არსი