“ბრენდინგის უპირველესი მიზანი მაღალი მარჟა და მეტი მოგებაა”

მილანური ყავა და ბისტრო

გრაუნდ 84 მილანური ბისტროა, რომელიც გამსახურდიას გამზირზე, 8 ნომერში მდებარეობს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ნამდვილი იტალიური ყავის დახლსა და მილანურ ბისტროს - ავთენტური იტალიური საკვებით.


ბრენდს სწამს, რომ განსხვავებულ ელემენტებს შორის ჰარმონია აძლიერებს მათ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველმა მილანურმა ბისტრომ, შექმნა გარემო, სადაც სხვადასხვა დეტალები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ოსტატური შერწყმის შედეგად ქმნის ჰარმონიას, იდეალურ ბალანსს. იტალიური სამზარეულოს ხელოვნებისა და ყავის ტემპერამენტის გაერთიანებით, გრაუნდ 84 ქმნის უნიკალურ, ერთიან ორგანიზმს, რომელიც მილანური ხასიათითაა გაჟღენთილი.

 

ლაივმა გრაუნდ 84-სათვის ბრენდის კონცეფცია, ფილოსოფია, სახელი, ნიშანი და ვიზუალური სტილი შექმნა.