სიკეთით სავსე ბრენდინგი

რძის პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება კეთილშობილი და სასარგებლო ჩვევაა ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავად რძის პროდუქტებიც კეთილია, კეთილ ჩვევებზე დაფუძნებულ საწარმოში, კეთილი ადამიანების მიერ, კეთილშობილი ნედლეულით იქმნება და მიდის მომხმარებლამდე. სწორედ ამიტომ რძისამეს გუნდს კეთილი ჩვევები ამოძრავებს და ეს მათთვის ნატურალურის წარმოების, ძველის შენარჩუნებისა და მუდმივი განვითარების, თანამშრომლებთან დამოკიდებულების, ჰიგიენის დაცვისა და ნამდვილობის, უღალატობის კეთილ ჩვევებში ისახება.

ლაივმა ქართული რძის პროდუქტების ბრენდ დიაგნოსტიკის შემდეგ, ახალი ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა, ბრენდის სახელი და სლოგანი, საკომუნიკაციო სტრატეგია და ვიზუალური სტილი შექმნა. ნიკა კუმბართან და ანანო მიმინოშვილთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ბრენდის შეფუთვის სტრატეგიული არქიტექტურა და შეფუთვის დიზაინის კონცეფცია. რეზო მელიქიშვილი კი განსაკუთრებულად დაგვეხმარა სიკეთით სავსე კონცეფციის ფრთების შესხმასა და სტილში გაშლაში.