რებრენდინგი, რომელიც გვეამაყება

“The journey of a thousand miles begins with one step” – “პირველ ნაბიჯს” (განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვისა და მათი განვითარების ორგანიზაცია) სჯერა, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ და ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მცირე წინსვლა, შესაძლოა სხვისთვის დიდი გამარჯვების ტოლფასი იყოს. ამიტომ პირველი ნაბიჯი ყველაფერს აკეთებს რათა ყოველდღიურად გადაიდგას თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

რებრენდინგის პროცესში ლაივმა ახალი ბრენდის პლატფორმა და საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნა პირველი ნაბიჯისათვის. ჩვენ ასევე გავალამაზეთ არსებული ლოგო და მისგან მშვენიერი და მარტივი კორპორაციული სტილიც შევქმენით.