ავტო დაზღვევა 1.99%-ად

აისი ჯგუფი მომხმარებელს უნიკალურ აქციას სთავაზობდა – ავტომობილის დაზღვევა მხოლოდ 1.99%-ად. დაზღვევის პირობებით,

არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა არც ავტომობილის მოდელს და არც მისი გამოშვების წელს. ამასთან, შეთავაზება, მისი

მახასიათებლების გამო, განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურებოდა შედარებით იაფი ავტომობილების მძროლებისათვის.

შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდა კამპანია, რომლისთვისაც შეიქმნა სლოგანი “მოდელს არ აქვს მნიშვნელობა, როცა არ იცი რა მოხდება”.

Agency: LIVE Branding
Creative: LIVE Branding
Production: MetroGraph
თარიღი: ივლისი 2013
იმ სტერეოტიპის დასამარცხებლად, რომ ძველ მანქანებს დაზღვევა არ სჭრიდება, თბილისის ცენტრალურ უბნებში დამტვრეული მანქანები განთავსდა.
მათი განთავსების მთავარი მიზანი იყო დაგვენახებინა მომხმარებლისთვის რომ ნებისმიერი ფასისა და მოდელის მანქანა შეიძლება გახდეს ავარიის მსხვერპლი და ამიტომ, როცა საქმე დაზღვევას ეხება “მოდელს არ აქვს მნიშვნელობა”
ქალაქის მასშტაბით ასევე დარიგდა დაბრენდილი კონდომები, რომლებიც მომხმარებელს ამცნობდა, რომ ავტომობილისგან განსხვავებით “ჯანმრთელობის დაზღვევის უამრავი ხერხი არსებობს… ავტომანქანა დააზღვიეთ ჩვენთან”