“ბრენდინგის უპირველესი მიზანი მაღალი მარჟა და მეტი მოგებაა”

ძალიან რაჭული ბრენდინგი

ნაბერაული, უპირველეს ყოვლისა მხოლოდ რაჭული ღვინოების ბრენდია, რომელსაც "განსხვავებული გემოსკენ სწრაფვა" ამოძრავებს. 

ნაბერაულის თითოეული ღვინო არის ნოსტალგია მომავლისადმი - იცი რა დაკარგე და იცი რა შეიძლება გქონდეს. ამ ნამდვილად რაჭული, კეთილშობილური სითხის დაჭაშნიკება ერთგვარი სტუმრობაა განსხვავებულ, უცვლელად შენახულ ანტიკურ გემოსთან, რომელიც ჯერ კიდევ დაფარული სამყაროა ღვინის ქართველი და უცხოელი მოყვარულებისათვის.

ცნობილ და ახლებურ რაჭულ ღვინოებთან ერთად, ნაბერაული ადგილობრივ, ნამდვილ რაჭულ სანოვაგესაც განსაკუთრებული რუდუნებით ფუთავს.


ლაივმა ბრენდის პალტფორმა და ვიზუალური სტილი შექმნა. ბრენდის ნიშანი და ეტიკეტის თითოეული ელემენტი ისეთივე ნამდვილია, როგორიც თავად ბრენდი, ხელით, ჩვენი მეგობრის, სალომე პაჭკორიას მიერ შეიქმნა და მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა შეფუთვაზე.

 

ეტიკეტის თითოეული ელემენტი, წინასწარ მომზადებული ჩანახატების მიხედვით, თიხით, ხელით შეიქმნა