“ბრენდინგის უპირველესი მიზანი მაღალი მარჟა და მეტი მოგებაა”

საქართველო ღვინის სამშობლოა. ბრუალეს ღვინის შემოქმედებს სჯერათ, რომ ნამდვილი ქართული, ქვევრის ღვინო, ღმერთმა ადამიანებს ემოციების, აზრების, საინტერესო ამბებისა და თუნდაც პრობლემების გასაზიარებლად მისცა. და რომ ღვინო სადღეგრძელოსთვის არის შექმნილი.


სწორედ ეს არის მთავარი არსი ბრუალეს ბრენდისა - ღვინის იდეის, როგორ "ღია და გულწრფელი საუბრის კულტურის" განუყოფელი ნაწილის გაღვიძება და შენარჩუნება. 


LIVE-მა ბრენდის ამბავი, პოზიციონირება, სტრატეგიის მონახაზი და ვიზუალური იდენტიფიკაცია შექმნა. ბრენდის "ქართველობის" ხაზგასასმელად, ჩვენ კომპანიის სახელი შატო-დან, ქვევრის ღვინის მამულებად ვაქციეთ.