სერვისები
ბრენდინგი უწყვეტი პროცესია და ის ბრენდებს სისხლსავსე ცხოვრებით აცოცხლებს –
ბრენდინგი, ბიზნესის საღ აზრზე და მოვლენების განსხვავებულად ხედვაზე დაფუძნებული მართვაა.
ბრენდინგი ბრენდის დღეგრძელობისა და უკვდავების გარანტიაა.
ბრენდინგი შემოსავლების ზრდის გარანტიაა.
ჩვენი მომსახურებები შემდეგ სფეროებს მოიცავს:
ჩვენ გეხმარებით ბრენდის სიცოცხლის დაგეგმვაში, სტრატეგიული მიზნების დასახვასა და აღსრულების ტაქტიკური გეგმის შექმნაშიჩვენი სტრატეგიული პროდუქტებია:
- ბრენდ პლატფორმა
- საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგია
- ბრენდის არქიტექტურა
- კვლევების ამოცანებისა და მიზნების დაგეგვმა
ბრენდთან პირველი შეხებისას მომხმარებელი ამჩნევს, აფასებს და იმახსოვრებს: სახელს, ლოგოს, ნიშანსა და ფერების კომბინაციას. აიდენტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტი ეხმარება ბრენდს კონკურენტებისგან გამორჩევაში. როცა ეს ელემენტები ბრენდის პლატფორმიდან გამომდინარეობს, ბრენდს აუცილებლად შეამჩნევენ, დაიმახსოვრებენ და რაც ყველაზე მთავარია – არჩევენ კონკურენტებს.
ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ „ის რაც მთავარია“ და გთავაზობთ:
- სახელის შექმნა: ბრენდის პირველი და ყველაზე ძლიერი სიგნალი
- ბრენდის ვიზუალიზაცია: ლოგოტიპი, სიმბოლო, შრიფტები, ფერების შერჩევა
- სმენითი ბრენდინგი: ბრენდის ხმა
- კამპანიების ვიზუალური კონცეფცია და სხვადასხვა დიზაინები
- კორპორაციული სტილი და შრიფტები
- ვიზუალური სახელმძღვანელო – ბრენდ ბუქი
- შეფუთვა, საგამოფენო სტენდები და გაყიდვების ნაკრები
ბრენდ პლატფორმის შექმნის შემდეგ ბრენდის შემოქმედებით მხარეზე მუშაობა ბევრად იოლია, რადგან უკვე ზუსტად იცი რა არის მისი მთავარი გზავნილი, საუბრის ტონი და ვიზუალი:
- სარეკლამო კამპანიის იდეა
- სატელევიზიო და რადიო რეკლამის სცენარები და გეგმა
- სატელევიზიო, რადიო, ვებ, ბეჭდური და სხვა, არასტანდარტული საკომუნიკაციო პროდუქციის შექმნა
- კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგია;
- რეკომენდაციები მედია განთავსებაზე
ელექტრონული სამყაროს კარის შესაღებად ვებ-გვერდის შექმნა საკმარისი ნამდვილად აღარ არის. სოციალური მედიის, მობილური ტექნოლოგიების, ძიების სისტემებისა და სხვა ელექტრონული არხების გათვალისწინება აუცილებელია ბრენდის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ჩვენმა ციფრული ბრენდინგის გუნდმა ზუსტად იცის რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბრენდმა ყოვლისმომცველი ციფრული სტრატეგიიდან მაქსიმალური ეფექტი მიიღოს:
- ვებ-გვერდის შექმნა
- მობილური ტექნოლოგიები
- ანიმაცია
- კამპანიები, რომელიც ვირუსულობისთვისაა „განწირული – ყველას და ყველაფრის ბრენდით „დაინფიცირებისათვის“
- სოციალური მედია – მეგობრებთან სიახლოვისათვის
- ვიდეო წარმოება სოციალური მედიისათვის
ბრენდის მომხმარებელთან შეხების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი გარემოა, ადგილი სადაც ბრენდი მომხმარებელს ემსახურება.
იქნება ეს კორპორაციული ლობი, საგამოფენო სივრცე, ოფისი, საცალო გაყიდვების ობიექტი თუ ადგილი სადაც კორპორაციულ კლიენტებს ეკონტაქტებით, ყველაფერი შესაბამისი ბრენდის აურითა და იდეით უნდა იყოს დატვირთული.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომსახურების ბრენდებისთვისაა; ბრენდის გარემო უნდა იქცეს მის სავიზიტო ბარათად, მომხმარებელს თქვენთან ყოფნა უნდა უყვარდეს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ბრენდის გარემოს – ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს
- კონტენტის დიზაინს: ხმოვანი, ყნოსვითი და შეხებითი იდენტიფიკაცია
- ღონისძიებების დიზაინი
- გამოფენა-გაყიდვები და ა.შ
ბრენდის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მისი გაყიდვების სტრატეგია ბრენდ პლატფორმას ეხმიანებოდეს და თანხვედრაში იყოს მასთან.
ჩვენ დაგეხმარებით:
- სადისტრიბუციო ქსელის აწყობაში
- გაყიდვების თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში
- გაყიდვების წერტილებისა და დისტრიბუტორების შერჩევის პოლიტიკის განსაზღვრაში
- ფასდადებასა და მარჟებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში
- ელექტრონულ გაყიდვებში
- საერთაშორისო გაყიდვებში: გეოგრაფიის განსაზღვრა, პირობები ქვეყნის ბაზარზე შესვლისათვის, ბაზარზე თამაშის კულტურული და კომერციული წესები
- შიდა მერჩანდაიზინგი
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დაგეხმარებით ბრენდის გაყიდვების გეგმის შესრულებაში სწორი არხების, სწორი ფასწარმოქმნის, სწორი მერჩანდაიზინგით და გაყიდვების სწორი თანამშრომლების შერჩევით.
კარგი სტრატეგია აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი ბრენდის სიცოცხლისათვის – მას ეფექტური აღსრულებაც სჭირდება. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ბაზარზე შესვლასა და გრძელ ვადაში ბრენდების სწორად მართვაში.
ჩვენ მზად ვართ ვიზრუნოთ თქვენს ბრენდებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისათვის, რომელთაც არ სურთ ან არ ჰყავთ მარკეტინგის შიდა გუნდი. ამ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ბრენდის სტრატეგიის აღსრულებას კონსალტინგითა და დაგეგმარებით. შედეგად, ვუთავისუფლებთ მეტ დროს კომპანიის მენეჯმენტს, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თემებზე საფიქრელად.