#მევარმე16

რაგბი ქართველთათვის ეროვნული სიამაყის სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო თამაშების დროს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები გულშემატკივართა რაოდენობას “არ უჩიოდა”, საზოგადოებას აკლდა პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ისინი საყვარელ გუნდს ინგლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას დაუდგებოდნენ გვერდში.

ჩვენ შევქმენით პირველი ქართული ჰეშტეგი #მევარმე16 და მოვუწოდეთ გულშემატკივრებს საკუთარი გვერდში დგომის გამოსახატად სწორედ ეს ჰეშტეგი გამოეყენებინათ.

საქართველოს დიდ ქალაქებში მოწყობილი მატჩების საყურებელი წერტილები, ტელე და გარე რეკლამა ინტერნეტის გარეთაც აგრძელებდა მორაგბეებისა და გულშემატკივრების დაკავშირებას.

კამპანიის ცნობადობამ 16% შეადგინა. ჩვენ შევძელით ყოველი მე-5 ონლაინ ქართველის ჩართვა კამპანიაში და 850 000 ადამიანს მივაწვდინეთ ხმა.

Web: mevarme16.ge [შექმნილია MARMALADS-ის მიერ]

სატელევიზიო რგოლი
Agency: LIVE Branding
Creative: LIVE Branding
Production: LIVE Branding
თარიღი: აგვისტო 2015