რაც გიხდება ლამაზია
ლამაზია ქართული ბრენდია, რომელიც მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის ხელით ნაქსოვ სამოსსა და აქსესუარებს აწარმოებს. განსაკუთრებული ზრუნვის შედეგად, ლამაზია იქმნება ყველასათვის, ვინც ზრუნავს, რომ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი ყოველდღიურობაში ასახოს და ამისათვის ლამაზი, ფერადი და თან ამავდროულად ხარისხიანი, პრაქტიკული სამოსი და აქსესუარები ატაროს.
LIVE-მა ლამაზიას ბრენდის პლატფორმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შექმნა. ამ ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშის – ბრენდის ნიშნისა და ლოგოტიპის შექმნისათვის კი გიგა ხატიაშვილთან ვითანამშრომლეთ.