კვების პროდუქტები ქუთაისიდან
ექსტრამითი კვების პროდუქტების ერთადერთი საწარმოა, რომელიც ოჯახური შემართებით ქმნის ღირსეულ საკვებს მშრომელი ადამიანების შრომის დასაფასებლად. საწარმო ქუთაისში მდებარეობს და უმაღლესი კლასის დანადგარებითაა აღჭურვილი.
ლაივმა შრომის განსაკუთრებულად მოყვარული ბრენდისათვის სტრატეგიული პლატფორმა და საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნა. სრულფასოვანი დიაგნოსტიკის შედეგად, ბრენდის სახელი ოდნავი მოდიფიკაციების შემდეგ უცვლელი დარჩა. ბრენდის ახალ ვიზუალურ იდენტობაზე კიდე ჩვენს მეგობრებთან, ნიკა კუმბართან და ანანო მიმინოშვილთან ერთად ვიმუშავეთ. შეფუთვაზე ოჯახია გამოსახული, რომელიც ერთ მაგიდასთან სასადილოდაა შეკრებილი. ტრიპტიხის სამი ნაწილი ექსტრამითის პროდუქტების სამ ძირითად მიმართულებაზეა გადანაწილებული.
პროექტი EBRD-ის მხარდაჭერით დაფინანსდა.