დრესაპ ჯგუფის კორპორაციული ბრენდინგი

ჯინს გალერი ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. ეს იყო მაღაზიათა პირველი ქსელი საქართველოში, სადაც მომხმარებელს ორიგინალი ბრენდების ჯინსის ნაწარმის ყიდვა შეეძლო. 21 წლის შემდეგ, ჯინს გალერი ჯგუფის გაფართოებამ და პროდუქციის ასორტიმენტის ზრდამ მისი რებრენდინგის საჭიროება მოიტანა.

ლაივმა შექმნა ბრენდის პლატფორმა, მისი ახალი სახელი, მისი საკომუნიკაციო, ბრენდის გარშემო მოწყობილი სამოქმედო სტრატეგია და ვიზუალური კონცეფცია.

ახალი ნიშანი, ფრთიანი D, ისეთივე „თავისუფალია“, როგორც თავად ბრენდი.

დიდი სამუშაო ჩატარდა ბრენდის პორტფელის დალაგებასთან და მისი არქიტექტურის შექმნასთან დაკავშირებითაც