გამარჯვების განწყობა

კლინიკა ჯერარსი ახალი სამედიცინო ცენტრია თბილისში. ბრენდს კეთილის სიტყვის ძალა ამოძრავებს. კეთილი სიტყვა, რომელიც ჩვენი ექიმების, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის განზრახვების, განწყობების საუკეთესო ანარეკლია და რომელიც თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმს კიდევ უფრო აშკარას ხდის. მისი გუნდის წევრებს სწამთ, რომ შესაფერისი კომპეტენციით გამყარებულ კეთილ სიტყვას აქვს ძალა გამარჯვებისთვის განაწყოს ადამიანი.

ლაივმა ბრენდის პლატფორმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და ვიზუალური სტილი შექმნა.

ბრენდის სახელი ჯერარსი, ქართული სიტყვაა და ეტალონს ნიშნავს. ბრენდის ვიზუალურ სტრატეგიაზე ნიკა კუმბართან, სალომე ანთაძესთან და რეზო მელიქიშვილთან ერთად მუშაობით მივიღეთ სტილი, რომელიც გამარჯვებისთვის განწყობის ნაწილად უნდა იქცეს ადამიანებისთვის.